დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის
აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებს უმასპინძლა. საგანგებოდ მათთვის
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა, ბავშვების მხიარულ განწყობაზე
ბასტი-ბუბუს მსახიობები და ანიმატორები ზრუნავდნენ, ბავშვებმა ბევრი
საჩუქარიც მიიღეს. საახალწლო ზეიმში სხვადასხვა ასაკის 120 ბავშვი
მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან.