სკოლის მანდატურები და გლდანის 200-ე საჯარო
სკოლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოზარდებმა ოკუპაციის მუზეუმში ეროვნულ-განმათავისუფლებელი
მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ფოტომასალა
და ნივთები დაათვალიერეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად, ისანი-სამგორის რაიონის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას
ასევე ესწრებოდნენ რაიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, პარლამენტარი გიორგი ხასნელიძე, საკრებულოს
დეპუტატები და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნირების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საერო სკოლა ”ოლიმპში”
ბერძნული კულტურის სასკოლო ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის” გახნას დაესწრო.
განათლებისა და მეცნიერების სფეროში
თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არმენ აშოტიანთან ერთად, თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია,
სადაც სომხეთის მინისტრს და სამინისტროს
სხვა წარმომადგენლებს პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერებინა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
არმენ აშოტიანმა და საქართველოში
ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სამხრეთ კავკასიის
ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ირინე ქურდაძე და სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სკოლამდელი აღზრდის
ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაციას დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
მორიგ პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროსს” ეწვია. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის
ინდუსტრიის განვითარებასა და დამსაქმებლის მოთხოვნაზე- მოამზადოს კვალიფიციური
კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა მოთხოვნადი სფეროსთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო საატესტატო გამოცდებისათვის
მზადებას განაგრძობს. საატესტატო
გამოცდები ჩატარდება როგორც საჯარო ასევე,
კერძო სკოლების ბაზაზე.
ევროკავშირის TEMPUS-ის პროექტის -“სამაგისტრო
პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში”-პრეზენტაციას საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.
„შეისვენე
და მოიგე“ ასე ჰქვია ჯანსაღი და უსაფრთხო კვების პროდუქტების
მწარმოებელი კომპანია „გოგლი-მოგლის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსს,
რომელიც თბილისის 53-ე საჯარო სკოლის
მოსწავლეებისათვის დღეს დაიწყო. კონკურსის
გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ბათუმის
საზღვაო
აკადემიას ესტუმრა და სწავლის პროცესს გაეცნო. მინისტრმა სტუდენტებთან და
პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და
ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე
და
ისწავლე
საქართველოსთან
ერთად“
(TLG) წარმომადგენლები
იმ უცხოელ
მოხალისე
მასწავლებლებს
შეხვდნენ,
რომლებიც
აჭარის რეგიონების საჯარო სკოლებში
ადგილობრივ
პედაგოგებთან
ერთად
ინგლისურ
ენას
ასწავლიან.
2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩოსთან თბილისის 64-ე, 72-ე,
47-ე და 151-ე საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე თანაგრძნობის ბარათებითა და
ყვავილებით მივიდა.
ზუგდიდისა
და ფოთის სკოლის მანდატურებმა ზუგდიდის მრავალპროფილიან საავადმყოფოში
სისხლი უანგაროდ ჩააბარეს. მანდატურების მიერ ჩაბარებული სისხლი
ონკოჰემატოლოგიურ
განყოფილებას მოხმარდება, ჩაბარებული სისხლის გამოყენება შეეძლება
ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს.