გაზეთი ”ვერსია” 23-26 ივლისი
სათაური: ‘დიმიტრი შაშკინი: ”უნივესიტეტები ჩრდილიდან უნდა გამოვიყვანოთ და სტუდენტის უფლებები დავიცვათ”.
ავტორი: ნინო ხარშილაძე
საქართველოში 70 აკრედიტირებული და
200-მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელია. სულ მალე ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. კანონპროექტი განხილვის პროცეშია და, სავარაუდოდ, მალე კანონად იქცევა. შედეგად, ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა დიპლომი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემულ დიპლომს გაუტოლდება ანუ მათ დიპლომებს სახელმწიფო უპირობოდ აღიარებს. იმ შემთხვევაში თუ ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას ვერ გაივლიან, შესაძლებლობა მიეცემათ , ,,Community College~-ად ანუ საზოგადოებრივ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდნენ. ზოგად განათლებასთან ერთად, საზოგადოებრივ უნივერსიტეტებში სტუდენტები სხვადასხვა პროფესიებსაც დაეუფლებიან. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს “საზოგადოებრივი კოლეჯი”, ვის შეეძლება იქ სწავლის გაგარძელება და საჭიროა თუ არა კოლეჯში მოსახვედრად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე “ვერსია” განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ დიმიტრი შაშკინს ესაუბრა.
ბატონო დიმიტრი, “უმაღლესი განათლების” შესახებ კანონში ცვლილება შედის. კერძო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ავტორიაზციას ვერ გაივლიან, საშუალება ექნებათ “საზოგადოებრივ კოლეჯებად” ჩამოყალიბდნენ. იქნებ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს ცვლელება?
თავდაპირველად, აგიხსნით თუ რატომ დადგა დღის წესრიგში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საკითხი. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 70 აკრდიტირებული და 200-მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელია. იმის გამო, რომ სახელმწიფო ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებს არ აღიარებს, მათ მუშაობაშიც არ ერევა. ასეთ უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 18 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და ვინაიდან მათ დიპლომს სახელმწიფო არ აღიარებს, შესაბამისად, მათი კურსდამთავრებულები სახელმწიფო სამსახურებში ვერ მუშაობენ, რაც სტუდენტთა უფლებებს ლახავს.
იმისათვის, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლები ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნდნენ, ამასთან, სტუდენტთა უფლებები იყოს დაცული და სწავლის ხარისხი ამაღლდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანონპროექტის სახით პარლამენტს ახალი სისტემა შესთავაზა. რაც გულისხმობს, კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ ავტრორიზაციის გავლას. ის სასწავლებლები, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან, სახელმწიფო მათ მიერ გაცემულ დოპლომს აღიარებს, რადგან აბიტურიენტთა მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება, ისე როგორც აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ეტაპზე კერძო – ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა თავად ინსტიტუტის მიერ დაწესებული და არა ერთიანი ეროვნული გამოცდებით ხდება. ავტორიზაციის შემდეგ, თუ სურვილი ექნებათ, ავტორიზებულ უმაღლესებს შეუძლიათ აკრედიტაციაც გაიარონ ანუ ვაუჩერის სახით, სახელმწიფო დაფინანსების მიღებასაც შეძლებენ.
კერძო ლიცენზირებული ინსტიტუტები, რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლიან, მათ აღარ ექნებათ უფლება დიპლომი გასცენ ანუ სტუდენტებს ბაკალავრის ან მაგისტრის სტატუსი მიანიჭონ. თუმცა, ვისაც სურვილი ექნება, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ჩამოყალიბდნენ საზოგადოებრივ ინსტიტუტებად. ასეთი სასწავლებლები, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკასა და კანადაში წარმატებით ფუნქციონერებს.
საზოგადოებრივ ინსტიტუტებში ბავშვები ორი წლის განმავლობაში ისწავლიან და ზოგად საგნებთან ერთად, კონკრეტულ სახელობო მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ა.შ. სხვადასხვა სპეციალობებს დაეუფლებიან.
უმაღლეს კოლეჯში, ადრე, აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებული ქულებით ხვდებოდა, “საზოგადოებრივ ინსტიტუტში” მოსახვედრად რა არის საჭირო?
საზოგადოებრივ ინსტიტუტში ისწვალიან ის ბავშვები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ატესტატის ასაღებად ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ასევე, სურთ მცირე პერიოდში-ორი წლის განმავლობაში, კონკრეტულ პროფესიებს დაეუფლონ. პირველ ორ კატეგორიას შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებრივ ინსტიტუტში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ.
ბავშვი, რომელიც სკოლას ასრულებს, თუ სურვილი აქვს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს და სწავლას უმაღლესში აგრძელებს. თუმცა, ის აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, მათ შეუძლიათ საზოგადოებრივ ინსტიტუტში ისწავლონ. ისინი არა მხოლოდ ზოგად საგნებს შეისწავლიან, გაივლიან იმ პროგრამასაც, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის პირველ კურსზე სწავლობენ. ამავდროულად, შეისწავლიან სპეციალურ სახელობო პროგრამებსაც, რომელიც პირობითად შეიძლება იყოს IT მენეჯმენტი, პროდიუსინგი და ა.შ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტი მხოლოდ არაავტორიზირებული კერძო ინსტიტუტების ბაზაზე არ შეიქმნება. შესაძლებელია, სრულიად სხვა სასწავლებელმა ან კონკრეტულად პიროვნებამ გამოთქვას მისი გახსნის სურვილი, მთავარია მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
საზოგადოებრივ ინსტიტუტში სწავლა ფასიანი იქნება თუ უფასო?
ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მალე დაინერგება ეს ნოვაცია და რა მიმართულებით განვითარდება.
კერძო სასწავლებელმა შეიძლება ავტორიზაცია ვერ გაიაროს, მაგრამ საზოგადოებრივ ინსტიტუტად რომ ჩამოყალიბდეს, ალბათ, ამისთვისაც გარკვეული კრიტერიუმები დასჭირდება...
სწავლების ხარისხის გასაკონტროლებლად შეიქმნება `განთლების ხარისხის განვითარების ცენტრი~, რომელიც გააკონტროლებს, როგორც აკრედიტირებულ, ისე ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს. ჩვენი მიზანია, ყველა სასწავლებელი მისთვის განკუთვნილ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, რათა სწავლების დონე მაღალი იყოს.
სწავლის გაგრძელება ცხრაკლასდამთავრებულსაც შეეძლებათ?
ცხრაკლასდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლონ. საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლას 12 კლასის განათლება სჭირდება.
ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლები თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტად ჩამოყალიბდებიან, მათ ახლი კადრები დასჭიდებათ. კადრებს სამინისტრო შესთავაზებს თუ თავად მოუწევთ მოძიება?
მათთვის კადრების შერჩევა სახელმწიფოს პეროგატივა არ არის, შესაბამისად, კადრებს თავად შეარჩევენ.
როგორ ფიქრობთ, 200 ლიცენზირებული უმაღლესი სასაწვლებლიდან რამდენი შეძლებს ავტორიზაციის გავლას?ვნახოთ, პროცესები დაიწყება და გამოჩნდება. ჩვენი მიზანია, კერძო სასწავლებლები ჩრდილიდან გამოვიყვანოთ. თუ კერძო უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას ვერ გაივლიან, მათ არ ექნებათ დიპლომის გაცემის უფლება. თუ კერძო ინსტიტუტი ავტორიზაციას ვერ გაივლის, იმ ბავშვების უფლებებიცა და ინტერესებიც დაცული იქნება, ვინც ამ სასწავლებელში სწავლობს - მობილობის პრინციპით, ყველა სტუდენტი ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში გადანაწილდება. ამაზე სახელმწიფო იზრუნებს.