გაზეთი: ”24 საათი”
გვანცა კილასონია
რა ვითარებაში ჩაიარა გამოცდებმა, რა სიახლეები ელით მომავალ სტუდენტებს, ამ და სხვა სიხლეებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
ბოლო წლებში, პრესტიჟული ფაკულტეტები ჰუმანიტარული იყო. წელს ყველაზე დიდი კონკურსი რომელ ფაკულტეტებზე დაფიქსირდა?
ჰუმანიტარული მიმართულებებით სწავლის მასიურად გაგრძელების ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არაა, რომ სკოლებში ამ საგნებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა? მომავალი წლის საატესტატო გამოცდებში საბუნებისმეტყველო საგნებიც შევა. ამით ხომ არ ცდილობთ აღნიშნული ფაკულტეტების პრესტიჟულობის გაზრდას?
ეს იმდენად უმნიშვნელო ინციდენტი იყო, ასეთი ფაქტები გამოცდებს ხშირად ახლავს. გამოცდებზე წინასწარ იყო გაწერილი, რისი შეტანის უფლება ჰქონდათ მეთვალყურეებს, მაგრამ ერთ-ერთმა მეთვალყურემ გამოცდაზე მობილური ტელეფონი შეიტანა. ტელეფონს ის ვერ გამოიყენებდა, მაგრამ თვითონ ფაქტი რომ განაწესი დაირღვა, საკმარისი მიზეზი იყო გამოცდიდან მოსახსნელად.
ამ სამწუხარო ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა და რამდენად მაღალია საზოგადოების ნდობა გამოცდების მიმართ. შეტყობინებებს არცერთმა ბავშვმა არ დაუჯერა, მომდევნო გამოცდებზე ყველა გამოცხადდა. შექმნილ სიტუაციაში იდეალურად იმუშავა ქოლ-ცენტრმა ანუ, ყველა ბავშვმა გადაამოწმა და ყველა მიხვდა, რომ ეს ხულიგნობა იყო. ამ საქმეს შსს იძიებს და ყველა, ვინც ეს გააკეთა, მკაცრად დაისჯება.
ე.წ. ექსპერტთა ქილიკი, რომ გამოცდაზე მასწავლებელთა 3% გავიდოდა მცდარი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, პედაგოგთა სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იყო. ასეთ პირობებში, ნებისმიერ ქვეყანაში გამოცდაზე გამსვლელთა რაოდენობა პროცენტულად ძალიან დაბალი იქნებოდა. ჩვენთან კი მასწავლებელთა 75 % გავიდა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა სწორად გაიგეს, რომ გამოცდები მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. პედაგოგთა გამოცდებიც ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და ისე, როგორც აბიტურიენტთა გამოცდაზე, არანაირი ექსესი არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ფორსმაჟორი ის იყო, რომ ერთ-ერთი მასწავლებელი ჩვილთან ერთად მოვიდა და, დროის თვალსაზრისით, მასზე გამონაკლისი იქნა დაშვებული. ვიდრე დედა გამოცდაზე იყო, ბავშვს ჩვენი თანამშრომელი უვლიდა.
რაც შეეხება მაგისტრანტებს, სულ 6587 მსურველი დარეგისტრირდა. მათთან მიმართებაში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგისტრატურის ცენტრალიზებულად, საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებით დაფინანსების შესახებ. სახელმწიფომ განსაზღვრა პრიორიტეტული სფეროები, რომელთა დაფინანსება უპირატესად მიიჩნია. გამოიყო 11 მიმართულება (ბიზნესი და ეკონომიკა, ჰუმანიტარული, სოციალური, სამართალი, საინჟინრო, განათლება და პედაგოგიკა, საბუნებისმეტყველო, აგრარული, მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ჯანდაცვა). განისაზღვრა, რომ მაგისტრატურის დაფიანანსებისათვის გამოყოფილი თანხის 10% განაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების მიხედვით შედეგენილი რეიტინგული სიით. მომდევნო 40% თანაბრად განაწილდება მიმართულებებზე, დარჩენილი 50% კი პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილდება.
ყველა ცვლილება მიზნად უმაღლეს სასწავლებლებში განათლების დონის ამაღლებასა და სტუდენტთა უფლებების დაცვას ისახავს. ამ თვალსაზრისით, კანონში ბევრი სიახლეა. რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს გამოვყოფ. კანონში პირველად შევიდა მუხლი, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს სასწავლებლებს აღარ ექნებათ უფლება, სწავლების საფასური სტუდენტებს ერთპიროვნულად გაუზარდონ. გახსოვთ ალბათ, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სტუდენტს ხელშეკრულებას უდებდნენ დაფიქსირებული თანხის გადახდაზე, მაგრამ
მეორე, მესამე, მეოთხე კურსზე გადასახადს უზრდიდნენ, რაც მათი ოჯახებისთვის მძიმე ტვირთი იყო. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სამართლიანი. ამიტომ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სწავლის პროცესის დროს ვერცერთი სასწავლებელი თანხას თვითნებურად ვერ გაზრდის. რა ხელშეკრულებაც დაიდება სტუდენტსა და უნივერისტეტს შორის პირველ კურსზე, 4 წლის განმავლობაში სტუდენტი იმას გადაიხდის. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება რაიმე განსაკუთრებული სიტუაცია, მაგალითად, ინფლაცია გახდეს. ამ შემთხვევაშიც კი, მთავრობის თანხმობის გარეშე უნივერსიტეტი თანხას ვერ გაზრდის. ჩვენ, სახელმწიფო ვალდებული ვართ ყველა ადამიანის უფლება დავიცვათ.
სიახლეა ასევე, რომ ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციას გაივლიან, რითაც დაცული იქნება სტუდენტთა უფლებები. ამასთან, კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩრდილიდან გამოვიდნენ. ყველა ავტორიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხებიან, რის შემდეგაც მათი დიპლომები სახელმწიფოს მიერ იქნება აღიარებული.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ შეიქმნება `განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი~, რომელიც აქამდე არსებულ ბიუროკრატიულ მექანიზმს გააუქმებს, როცა კვადრატული მეტრობით და მერხების რაოდენობით იზომებოდა აკმაყოფილებდა თუ არა უმაღლესი სასწავლებელი მოთხოვნებს. ეს წარსულს ჩაბარდება. უმაღლესი სასწავლებლები შეფასდება არა სკამების მიხედვით სწავლების დონით. ავტორიზაციას, აკრედიტაციას, აპოსტილს და ა.შ. სწორედ ეს ცენტრი გააკონტროლებს.
ნოვაციაა ასევე ,,Community College~-ების ანუ საზოგადოებრივი ინსტიტუტების დანერგვა. სხვადასხვა დისციპლინებთან ერთად, ამ ინსტიტუტებში დანერგილი იქნება სხვა მნიშვნელოვანი პროგრამები. ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ ინსტიტუტებში ბავშვები ზოგად საგნებთან ერთად, კონკრეტულ სახელობო მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, IT მენეჯმენტს, პროდიუსინგს და ა.შ. სხვადასხვა სპეციალობებს დაეუფლებიან.