შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარეობს მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების სახელმწიფო საგრანტო კონკურსები. მეცნიერების პოპულარიზაცია, მისი როლის, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
18 თებერვალს გამოცხადდა 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“, მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებს შორის, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ ინტერესის გაღვივება.
პროექტების ელექტრონულ ფოსტაზე წარდგენის ბოლო ვადა - 8 აპრილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.