შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარეობს მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულების სახელმწიფო საგრანტო კონკურსები. მეცნიერების პოპულარიზაცია, მისი როლის, მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
25 თებერვალს გამოცხადდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას
პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა-18 მაისი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.