სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორების საჭიროებების კვლევა
2016-18 წლებში დამტკიცდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებითი და საბაზო საფეხურებისთვის. შესაბამისად, დაიწყო ახალი სახელმძღვანელოების მომზადებისა და შეფასების პროცესი - გრიფირება.
სახელმძღვანელოების გრიფირების მიზანია დაადგინოს, რამდენად შეესაბამება საკონკურსოდ შემოტანილი სახელმძღვანელოები ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ სწავლა-სწავლების მიზნებს. ამ მიზნის მისაღწევად, გრიფირების დროს ხდება სახელმძღვანელოების შემოწმება მეთოდოლოგიური, შინაარსობრივი და ტექნიკური თვალსაზრისით.
2018 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველო და გრიფირების პროცესი გადმოვიდა მის დაქვემდებარებაში. ეს იყო სავსებით ლოგიკური ცვლილება, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სამმართველო უწევს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესს კოორდინირებას და შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ამავე სამმართველომ გაუწიოს სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის პროცესის კოორდინირებას.
2018-2021 წლებში ჩატარდა VII-IX კლასების სახელმძღვანელოების გრიფირება. მანამდე კი შევიდა მთელი რიგი ცვლილებები.
როგორც ცნობილია, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ემყარება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩამოყალიბებულია 5 დებულების სახით:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნების მიღწევას ემსახურებოდეს ახალი სახელმძღვანელოებიც. ამიტომ ავტორებისთვის მკაფიო უნდა ყოფილიყო, ამ მოთხოვნების მიხედვით როგორ აეგოთ სახელმძღვანელოები.
პირველ რიგში, უფრო მეტი დრო მიეცათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი (გასულ პერიოდებში ავტორებს 4-5 თვეში უწევდათ რამდენიმე კლასის სახელმძღვანელოზე მუშაობა); გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯა თავად ავტორების მომზადებაზეც: სახელმძღვანელოების ავტორებისთვის გრიფირების გამოცხადების დღიდან განაცხადების მიღებამდე ტარდებოდა ინტენსიური საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდებოდა თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას, შეხვედრებს ჰქონდა ყოველკვირეული სახე; ასევე ჩატარდა თემატური სემინარები/სამუშაო შეხვედრები - რაშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ აქტიურად ჩართულები (უშუალოდ სახელმძღვანელოების წერის პერიოდში);
ხარისხი და ფასი - სახელმძღვანელოების ხარისხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბოლოო ქულის გაანგარიშებაში შემცირდა ფასის წონა, ხოლო შინაარსის ხარისხის წონა პირიქით გაიზარდა. თუ იყო შეფარდება - 70% (შინაარსი) და 30%(ფასი), ამჟამად პროპორცია არის 90% - შინაარსის წონა და 10% - ფასის.
რეცენზენტები - შემფასებლების შერჩევა მოხდა ღია კონკურსის წესით (განსხვავებით წინა გრიფირებისა). სახელმძღვანელოები შეაფასა გამსწორებელთა მხოლოდ ერთმა ჯგუფმა და აღარ მოხდა დამატებითი კომისიის ჩართვა პროცესში (როგორც მოხდა მაგ. დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შეფასებისას, როცა შეფასების პროცესში მოგვიანებით ჩაერთვნენ სხვა შემფასებლები და ზოგიერთ შემთხვევაში გაანულეს რეცენზენტების შეფასებები);
შემფასებელთა ჯგუფი შედგება შემდეგი პირებისგან: ეროვნული სასწავლო გეგმის/საგნის სასწავლო გეგმის ექსპერტი, პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებელი, აკადემიური წრის წარმომადგენელი; ფსიქოლოგი, ფილოლოგი, სხვა სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით; სხვა სპეციალისტის სტატუსით წარმოდგენილი ექსპერტები შეარჩია და შემოგვთავაზა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა.
სახელმძღვანელოები შეფასდა რამდენიმე მიმართულებით:
სხვა სპეციალისტის სტატუსით წარმოდგენილი ექსპერტები შეარჩია და შემოგვთავაზა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა.
შინაარსობრივი კრიტერიუმები - რაოდენობრივად შემცირდა, უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული გახდა შეფასების შინაარსობრივი კრიტერიუმები.