როგორი უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, დღეს მასწავლებლის პროფესია ისეთივე მაღალტექნოლოგიურია, როგორც მაგალითად ექიმის, არქიტექტორის, მეცნიერის და სხვა. ტექნოლოგიები ერთი მხრივ ეხმარებიან მასწავლებელს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები. მონაწილეობა მიიღონ ონლაინ შეხვედრებში და დისკუსიებში. გამოხატონ საკუთარი აზრი და კოლეგებთან გააზიარონ გამოცდილება. მეორე მხრივ სულ უფრო ნაკლები პროფესია რჩება სადაც კომპიუტერის გარეშე არის შესაძლებელი სამუშაოს შესრულება. შესაბამისად შეუძლებელია კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე მოამზადო მოსწავლე მომავლი ცხოვრებისათვის.
გაჩნდა ახალი ტერმინი კომპიუტერული წიგნიერება. თუკი ადრე იმისათვის რომ ადამიანს სამსახური დაეწყო წიგნიერი უნდა ყოფილიყო დღეს წიგნიერებასთან ერთად კომპიუტერული წიგნიერებაც არის აუცილებელი.
ბევრი ბავშვისათვის კომპიუტერი ერთგვარი სათამაშო, გასართობი მოწყობილობაა. მნივშენლოვანია მოსწავლეებმა გაიაზრონ რომ კომპიუტერი სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებაში ეხმარება ადამიანს. ამისათვის მათ თავად უნდა შეასრულონ გარკვეული სამუშაო კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. გაიაზრონ შესაძლებლობები და მათი სათანადოდ გამოყენება შეძლონ. რა თქმა უნდა ბავშვებისათვის კომპიუტერის გამოყენებისას ზომიერება არის საჭირო. კარგია თუკი მოსწავლე კომპიუტერთან გატარებულ დროს საკუთარი თავისათვის სასარგებლოდ გაატარებს. რაიმე ახალს ისწავლის ან მომავალი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს შეიძენს.
მთელი რიგი სასწავლო, სამუშაო პროცესების განხორციელება დღეს ციფრულ სივრცეში არის შესაძლებელი. მასწავლებელს სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესები შეუძლია ონლაინ სივრცეში გადაიტანოს. ციფრულ საკლასო ოთახში მოიწვიოს მოსწავლეები. მართოს საგაკვეთილო პროცესი. მარტივად გააცვალოს ინფორმაცია მოსწავლეებში. ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით (მაგ. ეს შეიძლება იყოს One Drive ან Google Drive) შექმნას ინფორმაციის ციფრული საცავი, ერთგვარი ციფრული კარადა, რომელშიც მასწავლებელი მოსწავლეებისათვის განკუთვნილ ინფორმაციას განათავსებს. შექმნას სივრცე რომელშიც მოსწავლეები თავის მხრივ მათ მიერ შესრულებულ დავალებებს, განხორციელებულ პროექტებს ატვირთავენ.
ასევე შესაძლებელია მასწავლებელმა შეიქმნას კლასის საერთო კალენდარი რომელშიც გაკვეთილებისა და სხვა აქტივობების განრიგი მთელ კლასთან იქნება გაზიარებული. ნებისმიერ მოსწავლეს ან მშობელს საჭირო ინფორმაციის საერთო კალენდარში, კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით ნახვა შეეძლება.
ციფრული საკლასო ოთახის შესაქმნელად პირველ რიგში საჭიროა იმ პლატფორმის შერჩევა, რომელიც მასწავლებელს ციფრული საკლასო ოთახის შექმნისა და მართვის შესაძლებლობას მისცემს. განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო საჯარო სკოლების მასწავლებელს სთავაზობს კორპორაცია Microsoft-ის მიერ შემუშავებულ ელექტრონულ საგანმანათლებლო გარემოს Microsoft Office 365 Education-ის სახით. თუმცა არსებობს სხვა ელექტრონული პლატფორმებიც რომელთა გამოყენებაც საგანმანათლებლო სფეროში არის შესაძლებელი. მაგალითად Google-ის G Suite და სხვა. დღესდღეობით ამ პლატფორმების გამოყენება სკოლებისათვის როგორც წესი უფასოა. მასწავლებელს, მოსწავლეს ან მშობელს Office 365-თან დაკავშირებით, კითხვების ან პრობლემების შემთხვევაში შეუძლია დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ცხელ ხაზს. ან Facebook-ში შექმნილ ჯგუფში (https://www.facebook.com/groups/1310839255766955) დასვას კითხვა.
შესაბამისად ციფრული საკლასო ოთახის სამი ძირითადი კომპონენტი შეგვიძლია გამოვყოთ:
მას შემდეგ რაც ციფრული საკლასო ოთახისათვის ელექტრონული პლათფორმა შერჩეულია საჭიროა როგორც მოსწავლეების ასევე მასწავლებლების პირადი ანგარიშების (Account-ების) გააქტიურება. პირადი ანგარიში ერთი მხრივ მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი სივრცეა რომელშიც მას როგორც საგანმანათლებლო რესურსების ასევე ნებისმიერი პირადი ფაილების განთავსება შეუძლია. ასევე პირადი ანგარიში შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს, მოსწავლეები სხვადასხვა ჯგუფებად გააერთიანოს, მაგალითად კლასებად. მოსწავლეს პირადი ანგარიშის საშუალებით შეუძლია მისთვის განკუთვნილ აქტივობაში ჩაერთოს.
პირადი ანგარიში დაცულია მომხმარებლის პაროლით. რეალურ ცხოვრებასთან რომ გავავლოთ პარალელი, პირადი ანგარიში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ჩვენი სახლი. პაროლი კი როგორც სახლის გასაღები. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სახლში სტუმრები დავპატიჟოთ. სახლში როგორც წესი გვაქვს სტუმრებისათვის განკუთვნილი სივრცე და პირადი სივრცე. ჩვენ პირად ანგარიშიც გარკვეულ ფაილებზე წვდომა შეგვიძლია სხვასაც გავუხსნათ ასევე შეგვიძლია შევინახოთ ისეთი ფაილები რომლებზეც წვდომა მხოლოდ ჩვენ გვექნება.
ისევე როგორც სახლს ჭირდება საიმედო გასაღები, პაროლიც საიმედო უნდა იყოს. ელექტრონული სისტემები უმეტეს შემთხვევაში ადამიანური ფაქტორის გამო ტყდება. მაგალითად თუკი პაროლის სახით თქვენი დაბადების წელს შეარჩევთ, ამის გამოცნობა ადვილი იქნება. ამიტომ მოიფიქრეთ პაროლის შემუშავების ისეთი პრინციპი რომლის გამოცნობა სხვა ადამიანისათვის ძნელი იქნება, მაგრამ ამავე დროს თქვენ ადვილად შეძლებთ მის დამახსოვრებას.
მოსწავლეებს პირადი ანგარიშის მართვასთან დაკავშირებული უნარები მომავალშიც დაჭირდებათ. მაგალითად იგივე პრინციპით მუშაობს ონლაინ ბანკი და სხვადასხვა ონლაინ სერვისები. სავარაუდოდ ონლაინ სერვისების რაოდენობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ სერვისებთან წვდომა როგორც წესი პირადი ანგარიშის საშუალებით ხორციელდება.
ონლაინ განათლებაში შეიძლება ორი ძირითადი მიდგომა გამოვყოთ. სინქრონული სწავლება და ასინქრონული სწავლება.
სინქრონული სწავლება გულისხმობს ონლაინ რეჟიმში გაკვეთილის ჩატარებას. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს ატარებს და მოსწავლეები გაკვეთილს რომელიმე კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ესწრებიან. ისინი ეგრეთ წოდებულ „ლაივ რეჟიმში“ ხედავენ მასწავლებელს, შეუძლიათ დასვან კითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში;
ასინქრონული სწავლება გულისხმობს მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებულ ვიდეო ფაილებს. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს წინასწარ ჩაწერილი გაკვეთილის ნახვა ნებისმიერ მისთვის მოსახერხებელ დროს შეუძლია.
კარგია როდესაც მასწავლებელი დისტანციური სწავლებისას შერეულ მეთოდს იყენებს. მაგალითად წინასწარ ჩაწერს დავალების პირობას ვიდეოს სახით. შემდეგ კი დავალებას კლასის საერთო OneDrive-ში ატვირთავს და მოსწავლეებს გაუზიარებს. ხოლო გაკვეთილის დროს უშუალოდ დავალებასთან დაკავშირებულ დისკუსიას დაუთმობს დროს.
ონლაინ სწავლება ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებულ ამიტომ კარგი იქნება თუკი მასწავლებელი ერთ ან რამდენიმე მოსწავლეს შეარჩევს რომლებიც მას ციფრული საკლასო ოთახის აწყობაში და გამართვაში დაეხმარება. თანამედროვე მოსწავლეებს ხშირად ციფრული სამყაროს ადგილობრივ მცხოვრებს უწოდებენ (Digital Natives) მათ როგორც წესი ციფრული სამყაროსადმი დიდი ინტერესი აქვთ და ხშირად კარგად ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში. ასეთი მიდგომა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც მასწავლებლისათვის ასევე მოსწავლეებისათვისაც.