საჯარო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის Microsoft Office 365-ის, 15-ზე მეტი პროგრამის გამოყენება შეუძლიათ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება.
დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.
Teams-ში ინტეგრირებულია OneNote Class Notebooks, სადაც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის დავალებებისა და სასწავლო რესურსების ასატვირთად შექმნილია პირადი სამუშაო სივრცე. პროგრამა ასევე ეხმარება პედაგოგს სილაბუსის, ქვიზის, კითხვარების მომზადებასა და ონლაინ სასწავლო პროცესის წარმართვაში.
აღნიშნული ინტერნეტ პროდუქტები ყველა ჩართული მხარისთვის ხელმისაწვდომია. მათ შორის, მოსწავლეებისთვის შექმნილია ელექტრონული ფოსტა, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. გარდა ამისა, გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები განთავსებულია პორტალზე: email.mes.gov.ge.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ყველა საჯარო სკოლას გადაუგზავნა სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების მომხმარებლის პროფილები (user) და ერთჯერადი პაროლები, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ Office 365-ის შემდეგ პროგრამებში ავტორიზება (შესვლა): Email, Microsoft Teams, Class Notebook, PowerPoint, Forms, OneDrive და ა.შ.
Microsoft - თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსები. ასევე ქართულ ვერსიაში წარმატებით განხორციელდა ინტერაქტიული ქართულ ენოვანი Chat-Bot-ნიკა. Chat-Bot-ნიკა საინფორმაციო წყაროა, რომელიც Teams-ის პლათფორმაშია ჩაშენებული. ის საკომუნიკაციო ველშია განთავსებული, როგორც საკონტაქტო პირი და მუდამ მზადაა ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი.
Microsoft Teams-ის ქართული ვერსია ხელმისაწვდომია 65 000-მდე მასწავლებლისა და 620 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.
Microsoft Teams-ის ინტერფეისი, სადაც ყველა ონლაინ გაკვეთილის გაქართულებამ პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა და ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 750-დან დაახლოებით 600 000-მდე გაზარდა.
Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი el.ge , რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას.