სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის (ძირითადი წევრების), საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის (ძირითად და მოწვეული წევრების) და სააპელაციო საბჭოების წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით.
განაცხადები მიიღება 2021 წლის 16 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@eqe.ge
გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ ბმულებზე:
კონკურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
კონკურსი სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ზემოაღნიშნული საბჭოების ფუნქციები და საქმიანობის წესი მოცემულია შემდეგ აქტებში:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/შ ბრძანება.
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება