საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო (EACEA) აცხადებენ კონკურსს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO)-ს ახალი ადგილობრივი კოორდინატორის შესარჩევად.
წინაპირობა:
Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, სწავლების, ახალგაზრდობისა და სპორტის მხარდასაჭერად. 2021-2027 წლების პროგრამა დიდ ყურადღებას აქცევს სოციალურ ჩართულობას, მწვანე და ციფრულ ცვლილებებს, ასევე, ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიულ ცხოვრებაში. იგი მხარს უჭერს პრიორიტეტებსა და აქტივობებს, რომლებიც განსაზღვრულია ევროპის განათლების სივრცეში, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმასა და ევროპული უნარების დღის წესრიგში.
Erasmus+ ასევე მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან მთელს მსოფლიოში.
Erasmus+-ის ეროვნული ოფისები (NEO) ეხმარება ევროკომისიას, EACEA-ს და საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერასმუს+ პროგრამის განხორციელებაში. მათი მანდატი მოიცავს Erasmus+-ის ქმედებების საერთაშორისო განზომილებასთან დაკავშირებულ მხარდაჭერის, ხელშეწყობისა და გავრცელების აქტივობებს.
Erasmus+-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ შემდეგი ბმული: http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/index_en.htm.
სამუშაო აღწერილობა:
წარმატებულ კანდიდატი დაიკავებს საქართველოში Erasmus+-ის ეროვნული ოფისის (NEO-ს) კოორდინატორის პოსტს.
შერჩევის შემდეგ, NEO კოორდინატორი თავის საქმიანობას შეუდგება ან უკვე არსებულ ორგანიზაციაში, რომელიც ერთობლივად არის დანიშნული ევროკომისიის და საქართველოს ეროვნული ხელისუფლების მიერ, ან იგი თავად დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იმოქმედებს როგორც NEO იურიდიული პირი.
NEO იურიდიული პირი მართავს ევროკავშირის გრანტს საქართველოში შემდეგი აქტივობების განსახორციელებლად და კოორდინაციისთვის:
მოთხოვნები ვაკანსიისთვის:
მინიმალური დასაშვებობის კრიტერიუმები:
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველი მოთხოვნები:
განაცხადის წარდგენის პროცედურა:
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოცემული ორი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე:
განაცხადები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: EACEA-EPLUS-CBHE@ec.europa.eu. გთხოვთ, თქვენი ელ. ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „აპლიკაცია – კოორდინატორი NEO საქართველოში“.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 4 ივლისი, 17:00 საათი (ბრიუსელის დროით).
ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.
შერჩევის პროცედურა:
კანდიდატების შერჩევას განახორციელებს შესარჩევი კომიტეტი, რომელიც შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და EACEA-ს წარმომადგენლებისგან.
შერჩევა ორგანიზებული იქნება შემდეგი ნაბიჯებით:
1. განმცხადებლების შესაბამისობისა და დასაშვებობის შემოწმება;
2. შესარჩევი კომიტეტი გააანალიზებს შესაბამისი აპლიკანტების სამოტივაციო წერილებსა და CV-ებს, რის საფუძველზეც მოიწვევს წერილობით გამოცდასა და გასაუბრებაზე მსურველთა მოკლე სიაში მოცემულ კანდიდატებს;
3. შესარჩევი კომისია ჩაატარებს წერილობით ტესტირებას და გასაუბრებას კანდიდატის უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო კომპეტენციების, ცოდნისა და მოტივაციის შესაფასებლად შერჩეულ პირებთან. წერილობითი ტესტირება და ინტერვიუები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
შემდეგ შესარჩევი კომიტეტი წარმოადგენს კანდიდატის ვინაობას, თანამდებობაზე დასანიშნად.
გარდა ამისა, შესაძლებელია, შეიქმნას კანდიდატთა სარეზერვო სია.
კანდიდატებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართონ შესარჩევი კომიტეტის წევრებს, პირდაპირ ან ირიბად ამ დაქირავებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებების დადებაზე უფლებამოსილი ორგანო იტოვებს უფლებას, დისკვალიფიცირება მოახდინოს ნებისმიერ კანდიდატზე, რომელიც უგულებელყოფს ამ მითითებებს.
შერჩევის პროცესში გამოყენებული იქნება თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა.
დასაქმების პირობები:
დასაქმების დაწყების თარიღი: 2022 წლის 1 ოქტომბერი.
კონტრაქტის ხანგრძლივობა: 3 წლით, 2 წლით გაგრძელების შესაძლებლობით.
ხელფასი: მაქსიმალური თვიური მთლიანი ხელფასი: 2.067 ევრო, დაზუსტებული კანდიდატის სტაჟის/წინა გამოცდილების შესაბამისად.
დატვირთვა: უპირატესად, სრული სამუშაო განაკვეთით (100%).
მდებარეობა: თბილისი, საქართველო.