საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტს (University American College Skopje) შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, სკოპიეს ამერიკულმა უნივერსიტეტმა გამოყო ერთი (1) სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის ორ სამაგისტრო პროგრამაზე - საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.
სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურს სრულად და ასევე, მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.