ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო HISTOLAB Fellowship-თვის განაცხადების მიღება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციას ისტორიის სწავლებაში ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად. HISTOLAB Fellowship მიზნად ისახავს კვლევისა და ისტორიის სწავლებაში ინოვაციებთან დაკავშირებული აკადემიური სტატიების შექმნის თანადაფინანსებას.
HISTOLAB Fellowship პროგრამა მოიცავს ოთხი კვლევითი გრანტის დაფინანსებას 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში. კვლევის ანგარიშის დასრულების ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი.
თითოეული შერჩეული HISTOLAB სტიპენდიანტი ისარგებლებს ფინანსური გრანტით, მაქსიმუმ 7 000 ევრო, კვლევისთვის და აკადემიური სტატიის წარმოებისთვის, რომელიც გამოქვეყნდება HISTOLAB-ისა და მისი პარტნიორების მიერ რედაქტირებულ აკადემიურ პუბლიკაციაში. ის ასევე მოიცავს, სურვილისამებრ, კვლევით ვიზიტს ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტში/გეორგ ეკერტის ინსტიტუტში.
აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ასევე, ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 14 მაისისა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.