კატარის უნივერსიტეტი ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფს არაბული ენის შემსწავლელ - Arabic Program for Non-Native Speakers სასტიპენდიო პროგრამას.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
• კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე;
• კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე - Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
• კანდიდატი საბაზისო დონეზე მაინც (Modern Standard Arabic) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
• კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.
პროგრამაზე სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 16 თებერვლამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით:
https://mybanner.qu.edu.qa/PROD/bwskalog.p_disploginnew?in_id=&cpbl=&newid=
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://www.qu.edu.qa/sites/en_US/students/international-students/arabic-program