დაინტერესებული აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში, ან სხვა მომიჯნავე დარგში, უნდა ჰქონდეს განხორციელებული კვლევები და სამეცნიერო პუბლიკაციები საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე, ასევე, უნდა გააჩნდეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ასისტენტების მართვისა და ფორმალური სამეცნიერო პრეზენტაციების წარდგენის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი უნდა ფლობდეს ქართულ ენას და ჰქონდეს ქვეყანაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: https://sjobs.brassring.com