საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს.
კვირეულის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით - „ფოკუსი ჰორიზონტი ევროპაზე‘‘ ჩატარდა, რომელშიც ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები.
ადგილზე წარმოდგენილი იყო ჰორიზონტი ევროპას ეროვნული ოფისის ანგარიში. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევები და დასახეს პერსპექტივები საერთაშორისო თანამშრომლობისა და კვლევების ინტერაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, პანელური შეხვედრები, სამეცნიერო დისკუსიები და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციები, რომლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ჩართული იქნებიან – ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების დირექტორატის, „ჰორიზონტი ევროპა‘‘ საქართველოს ეროვნული ოფისის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული ჩატარდება ყოველწლიურად, რაც ხელს შეუწყობს ქართველ მკვლევართა პოპულარიზაციას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის განვითარებასა და სტუდენტთა მეცნიერებით დაინტერესებას.