საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული უნარების სააგენტომ პროგრამის – „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში განხორციელებული საგრანტო პროექტის – „უნარების ეკოსისტემის ტრანსფორმაცია“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა მიიღეს.
პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაციის 3-წლიანი საგრანტო პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტი მიზნად ისახავდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,285,424 მილიონ ლარს შეადგენდა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი მაგდა ბოლოთაშვილი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეკონომიკური განვითარების პროგრამის უფროსი ბექა თაგაური, გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს და კოლეჯების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.