საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში განახლებულ N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს.
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების, ასევე, სკოლის სრული შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი. ასევე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია. სკოლა გათვლილია 1300 მოსწავლეზე. პროექტის ღირებულება 5 047 000 ლარია.
