საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ისნის, სამგორისა და კრწანისის რაიონების საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება
