საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალქალაქში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მრავალი თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.