საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გამორჩეული მოღვაწეობისთვის ჩუღურეთის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისთვის და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
მასწავლებლების დაჯილდოება 36-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.
