საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა ქალაქ თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და საგარეჯოში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით მიმართვისას სამინისტროს მიერ პედაგოგთა მხარდამჭერ და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.
