საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ქალაქ სტრასბურგში, ევროსაბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მზარდ განვითარებაზე, განათლების სისტემაში მის ინტეგრაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა უმაღლესი განათლების სფეროში, განსაკუთრებით კი კვალიფიკაციის აღიარების მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვის სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებაზე იმსჯელეს. განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის როგორც უპირატესობები, ასევე შესაძლო რისკები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შეფასების ერთ-ერთი მეთოდოლოგია — HUDERIA (Risk and Impact Assessment of AI Systems) და მისი ეროვნულ დონეზე დანერგვის შესაძლებლობები.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისგან შემდგარი ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა ჯგუფის არჩეული წევრი ზვიად გაბისონია მიმდინარე წლის 15 ივლისს გახდა. ჯგუფის მთავარი ამოცანაა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების ოპერაციონალიზაცია და უმაღლესი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავება.
ჯგუფის საქმიანობა ორ ძირითად დოკუმენტზეა დაფუძნებული - ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტსა (EU AI Act) და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების აღიარების გლობალურ კონვენციაზე.