საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია „კარლ ცაისის‘‘ წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების სისტემაში ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრმა სტუმრებს საქართველოში უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯაროდ წარუდგინა საზოგადოებას.
თავის მხრივ, „კარლ ცაისის‘‘ წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და ქართულ მხარესთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს.
