განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:
ფორუმში 28 მუნიციპალიტეტიდან 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა და მის მიზანს წარმოადგენდა - საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობების შეჯამება; გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება; ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება; გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.