საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის კომპანია „CyberProAI“-ის პრეზიდენტს, გაბი აშკენაზის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, მათ შორის ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო ინოვაციურ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, რომლებიც მიზნად ისახავს როგორც საჯარო სექტორში, ასევე განათლების სისტემაში კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებების გაძლიერებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
