საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ 2025 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა, პროფესიული განათლების განვითარების ეტაპებზე, მის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას უკავია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და სამინისტროს სახელით მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:
თამარ მახარაშვილმა წლის პროფესიული განათლების პროგრამის გამარჯვებულს ჯილდო პირადად გადასცა და კონკურსის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა.
ღონისძიებაზე ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, ფინალისტებს საქართველოს პარლამენტმა, პროფესიული უნარების სააგენტომ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სპეციალური პრიზები გადასცეს.
საქართველოს პარლამენტის პრიზი
პროფესიული განათლების მომზადება/გადამზადების პროგრამის ნომინაციაში გაიმარჯვა „შპს გორგიამ“ - პროგრამა „თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მოწყობა“.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა სპეციალური ჯილდო პროფესიულ განათლებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა ოთარ ხაჯიშვილს, სსიპ კოლეჯ „ბლექსის“ ელექტროობის პროგრამის მასწავლებელს.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ-ჰაია, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახა ხანდოლიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება. კონკურსი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, პროფესიული უნარების სააგენტოს, ისრაელის საელჩოს საქართველოში და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერითა გაიმართა . მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის განვითარება და პოპულარიზაცია. კონკურსის გენერალური სპონსორი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია.