საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი აფხაზეთის დრამატულ თეატრში სასკოლო პროექტის „გმირის დღის‘‘ ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო, რომელიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებას ეძღვნებოდა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი, საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ეროვნული გმირების გაცნობას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას.
პროექტის კულტურული კომპონენტის ფარგლებში, თეატრალური წარმოდგენები ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
