საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაიამ.
მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და კოლეჯების და უნივერსიტეტების პროფესიული პროგრამების სტუდენტებში საგადასახადო და საბაჟო სფეროს მიმართულებით ცნობიერების ამაღლება.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების და დამხმარე რესურსების შემუშავებას საბაჟო და საგადასახადო საკითხებში როგორც სკოლებში, ასევე კოლეჯებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე. ამასთანვე, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას.
