განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ზვიად გაბისონიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მოსწავლეთა და სტუდენტთა უფლებების
დაცვის უზრუნველყოფაზე.
მისი თქმით, მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მომხმარებლის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული, პასუხისმგებლობიანი ქცევის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ღონისძიების მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მომხსენებლებმა მომხმარებლის დაცვის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინეს და პანელის მონაწილეებთან
ერთად იმსჯელეს შედეგებზე, დანერგილ სტანდარტებსა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებლის დაცვის მიმართულებით ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების გაზრდას.
მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ორგანიზატორები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების კომისია, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და დარგის ექსპერტები.