საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში - ,,ხელოვნური ინტელექტი და განათლება: პროფკავშირის სტრატეგია ადვოკატირებისთვის“.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის მზარდ როლზე, ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებაზე და ამ კუთხით განათლების სისტემის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოში უკვე არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს და აღნიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ, უსაფრთხო და პასუხისმგებლობიან გამოყენებას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის – „ხელოვნური ინტელექტის ბალანსირება განათლებაში“ – ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროპის განათლების პროფკავშირები (ETUCE) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.
პროექტის მიზანია განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენის პირობებში პროფკავშირების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა დაცული იყოს განათლების სფეროს წარმომადგენელთა უფლებები და ინტერესები როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 22 ქვეყნის განათლების პროფკავშირების ლიდერები, რომლებმაც განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებულ კვლევაზე, გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე იმსჯელეს.