განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი განათლების რეფორმას და ამ კუთხით შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების პოლიტიკის ფორმირებას.
საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და კოლეჯების განვითარების ხელშეწყობას, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატეს