14 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუმრებს სახელმწიფო ენის დღე მიულოცა.
ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გლობალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ქართული ენის გაძლიერების აუცილებლობაზე. მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ქართული ენის ინტეგრაცია ახალ ტექნოლოგიებში – ხელოვნურ ინტელექტსა და საგანმანათლებლო პლატფორმებში, რაც ზრდის არამხოლოდ ხელმისაწვდომობას, არამედ ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც, მათ შორის ქართულენოვანი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარების კუთხით.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს და ქართული ენის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ნანა მაჭავარიანმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა უცხოეთში მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრების საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლების ჩვენება. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სტუდენტური პროექტის – „ჩაწერე შენი ქართული ვიდეო“ გამარჯვებული ახალგაზრდების მიერ შექმნილ ვიდეოკლიპებს.
ღონისძიების დასასრულს ასევე გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „სამეცნიერო მიღწევები საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში“. დისკუსიის ფარგლებში, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა, უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე ენათმეცნიერებმა, ლიტერატორებმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიორებმა ქართული ენის დაცვისა და განვითარების კუთხით განხორციელებულ სამეცნიერო კვლევებზე ისაუბრეს, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები განიხილეს და არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის ფასად დაიცვა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას უკავშირდება ქართული ენის დღედ 14 აპრილის გამოცხადება.