გივი მიქანაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ემზარ კაკულიას გარდაცვალების გამო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ემზარ კაკულიას გარდაცვალების გამო.
გივი მიქანაძე: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ემზარ კაკულიას გარდაცვალების გამო.
ფასდაუდებელია ემზარ კაკულიას მნიშვნელოვანი წვლილი განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების საქმეში. ბატონი ემზარი წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას, იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.
ბატონი ემზარის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.“