საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტი მოსწავლეები დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას თამარ მახარაშვილმა ივანე ჯავახიშვილის გამორჩეულ მოღვაწეობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების განვითარების საქმეში ქართველი ისტორიკოსის მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.
შემოქმედებით კონკურსში „ივანე ჯავახიშვილი 150‘‘ მონაწილეობდნენ 12-18 წლის მოსწავლეები. მათ ვიდეოს, ციფრული ნამუშევრის, კომიქსისა და ესეების შექმნით წარმოადგინეს თავიანთი ხედვა ივანე ჯავახიშვილის მემკვიდრეობასა და ცოდნის ძალის მნიშვნელობაზე.
კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
• ვიდეო-ესეს ნომინაციაში – „ამბავი ჯავახიშვილზე 60 წამში“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კურტანიძე
• კომიქსის ნომინაციაში – „მე, ივანე ჯავახიშვილი“ – ქალაქს ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია აფრიდონიძე
• ესეს ნომინაციაში – „სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასოდეს დიდი საქმე“ – თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ლიზი უსენაშვილი.