განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, ესტონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა.
მინისტრის მოადგილე, საქართველოში ციფრული განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი განათლების სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრებზე ზვიად გაბისონიამ ესტონურ მხარეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზვიად გაბისონია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (TalTech) ეწვია, სადაც ონლაინ სწავლების პროცესს, უნივერსიტეტის ციფრულ ინფრასტრუქტურასა და TalTech-ის სპეციალურ AI პლატფორმას გაეცნო. აღნიშნული პლატფორმა უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას, მის ეთიკურ გამოყენებასა და მაღალი ხარისხის კვლევის განვითარებას უზრუნველყოფს.
სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (PRODIGE) ეგიდით გაიმართა.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოს, საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემიისა (IT Academy) და ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდის (EFMD) წარმომადგენლები, ასევე ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გიგაური.