საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ მონაწილეობა მიიღო ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV ეროვნული კონგრესის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.
ზვიად გაბისონიამ სამედიცინო სფეროს განვითარების კუთხით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შორის კავშირების გაძლიერებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
კონგრესის გახსნის ფარგლებში გაიმართა საიუბილეო კონცერტი, რომელიც WAO-ს 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ WAO-ს პრეზიდენტს მარიო მორაის-ალმეიდასა და ორგანიზაციის ყოფილ პრეზიდენტს ალენ კაპლანს. საიუბილეო პლენარულ სესიაზე კი მოხსენებებით წარდგნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი აარონ ჩიხანოვერი.
კონგრესის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და დარგის ექსპერტები და მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან, მათ შორის EAACI-ს, WIPO-ს, ACAAI-სა და AAAAI-ის წევრები.
საერთაშორისო მასშტაბის ფორუმი ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის (WAO) 75 წლის იუბილეს ეძღვნება და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
საერთაშორისო კონგრესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყობა საერთაშორისო ტრენინგ-სკოლა და საიუბილეო სიმპოზიუმი – „GAACI meets WAO“.