საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა , სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დარგის ექსპერტებმა, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სიტყვით გამოსვლისას ზვიად გაბისონიამ სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის მიმდინარე ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და დამატებითი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით სახელმძღვანელოების მიმართულებით. მისი თქმით, ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების განვითარება და ადრეული ასაკიდან დაზღვევის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება უმნიშვნელოვანესია.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, 2 მაისს საქართველო დაზღვევის დღეს აღნიშნავს, ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ყოველწლიურად, დაზღვევის კვირეულს მართავს. კვირეულის ფარგლებში, რეგიონებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმართება საინფორმაციო შეხვედრები. ინიციატივის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის მნიშვნელობის უკეთ გააზრება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა.