საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა და ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი სიახლეები გააცნო.
მინისტრმა რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
საუბარი შეეხო სასკოლო ფორმების შემოღების, სახელმძღვანელოების დახვეწის, მეთორმეტე კლასის გაუქმების, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და დეტალური განმარტებები მიიღეს.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
