საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გივი მიქანაძე: “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და გამორჩეული მოღვაწის ელენე აბაშიძის გარდაცვალების გამო.
ქალბატონმა ელენემ თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების საქმეში.
ელენე აბაშიძე 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 13 000-ზე მეტი ექსპერიმენტის ავტორია. მისი შემოქმედება ქართული სამეცნიერო სივრცისთვის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა. ქალბატონი ელენეს თავდადება, პროფესიონალიზმი და ცოდნისადმი ერთგულება მრავალი წლის განმავლობაში არაერთი თაობისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
მისი გარდაცვალება საქართველოს სამეცნიერო სივრცის უდიდესი დანაკლისია. ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.”