საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც გამოცდების მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრის მოადგილესთან ერთად საგამოცდო ცენტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე მაჩიტიძემ დაათვალიერა.
საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.