საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ოზურგეთის მე-3 და გორის მე-3 საჯარო სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებს ეწვია.
მინისტრის მოადგილემ საგამოცდო სივრცეები დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს წარმატებები უსურვა.
საგამოცდო ცენტრებში მინისტრის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მიხეილ დარახველიძე.
ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის პირველ და მეორე სესიაზე გამოცდას 200-მდე, ხოლო გორის საგამოცდო ცენტრში 550-მდე გამოსაცდელი აბარებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.