ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე კოორდინაციისა და კონსულტაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა საჯარო სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალ პრიორიტეტულ სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს.
უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა კვიციანი.
