თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სრულად განახლებულ გარემოში სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სამსართულიანი შენობა 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდა სპორტული და სააქტო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, მოეწყო ღია მოედანი.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის ა/რ მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოებისა და სკოლის აღჭურვის ღირებულება 8,5 მილიონი ლარია.
