საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, საჭიროებები და განსახორციელებელი სამუშაოები.
ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციაზე, ასევე არსებული საჭიროებების საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილებების მიღების საკითხებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
