საქართველოს მთავრობის
განკარგულება
№2012 2012 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი
პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ
1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი
შემადგენლობით:
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ალექსანდრე ქანთარიას მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის
№1756 განკარგულება „პროფესიული განათლებისა და მომზადების
ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“.
პრემიერ - მინისტრი ბიძინა ივანიშვილი