გაზეთი ”24 საათი”, 19 მაისი
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება კიდევ უფრო გაძლიერდება
ნინო ბარაბაძე
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებამ კონკრეტული შედეგები უკვე გამოიღო. 102 %-ით გაიზარდა საინჟინრო, ხოლო 40%-ით საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა. თუ აქამდე სახელწიფო ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს 85% -ით აფინანსებდა, წელს გრანტების 80% უკვე საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების მიმართულებით არის გამოყოფილი. ამის მიუხედავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალში არაერთი ნოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც ამ დიციპლინების მიმართ მოსწავლეთა დაინტერესებას კიდევ უფრო გაზრდის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა სირთულეებია ამ კუთხით და ზოგადად, რისი გაკეთდება იგეგმება მომავალში, ამ საკითხებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსიტრი დიმიტრი შაშკინი საუბრობს.
-ჯერ კიდევ 2010 წლის სექტემბერში განაცხადეთ, რომ თქვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლებში საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლენების სათანადო სწავლება იყო. რა პროექტები განხორციელდა ამ მიმართულებით?
-გლობალიზაციის პირობებში, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს არამედ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების განათლების სისტემის წინაშეც დგას. საბუნებისმეტყველო და ზუსტი დისციპლინების სწავლების გარეშე, ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე საუბარი შეუძლებელია. ამ მიმართულებების გაძლიერება ამიტომაც არის მთავარი პრიორიტეტი. საკითხის მოსაგვარებლად პირველ რიგში სტრატეგია შევიმუშავეთ. მასში გეგმაზომიერადაა გაწერილი რა უნდა გაკეთდეს. სწორედ ამ სტრატეგიით ვიმუშავებთ მომავალშიც.
გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ ამ სასწავლო წლის განმავლობაშიც ძალიან ბევრი გაკეთდა. საატესტატო გამოცდების შემოღებამ, რომელშიც საბუნებისმეტყველო დისციპლინებიც შედის, მეთორმეტე კლასელები სკოლაში დააბრუნა. ისინი დიდი მონდომებით სწავლობენ ფიზიკა-ქიმია- ბიოლოგიას. აბიტურის კურსი კი, რომელიც ასევე წელს შემოვიღეთ, მოსწავლეებს პროგრამის მთლიანად გამეორებაში ეხმარება.
ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესი იყო სკოლების ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა. ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. თითოეულ მოსწავლეს შეეძლება როგორც პრაქტიკული მუშაობა, ასევე კვლევების ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა, გაანალიზება და სათანადო დასკვნების გამოტანა. სამეცნიერო ლაბორატორიების დანერგვა და ბავშვების უშუალო მონაწილეობით ცდების ჩატარება, ამ საგნების სწავლების მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დარგების პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდა მეცნიერები სკოლებში მოსწავლეებს ლექციებს უტარებენ. სწორედ ასეთი ლექციების შედეგი იყო მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსი `ლეონარდო და ვინჩი”, სადაც პატარა გამომგონობლებმა საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს.
ასევე კარგი შედეგი გამოიღო სკოლების უზრუნველვყოფამ ყველაზე თანამედროვე Iთ ტექნოლოგიებით, დაწყებული სმარტ ბორდებით, დამთავრებული ლეგოს რობოტოტექნიკის კონსტრუქტორებით. ამით, სასწავლო პროცესი იგივე ფიზიკაში უფრო საინტერესო ხდება.
-საინტერესოა, ამ მიმართულებების გაძლიერებამ რა გავლენა მოახდინა აბიტურიენტებზე, რომლებიც თუნდაც გასულ წელს ჰუმანიტარულ მიმართულებებს ირჩევდნენ?
- მე პირადად ყოველდღე დავდივარ საჯარო სკოლებში და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისგან ვიგებ, რომ ბავშვებმა, რომლებიც სკოლაში დაბრუნდნენ, ამ დისციპლინების სწავლა დაიწყეს. Eეს ყველაფერი კი ციფრებში აისახება – თუ ადრე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების 85% სამართალმოცდნეობის, საერთასორისო ურთიერთობებისა და სხვა ჰუმანიტარულ მიმართულებებზე მიდიოდა, წელს უკვე 80%-ით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები ფინანსდება. კონკრეტული შედეგია ის, რომ აბიტურიენტთა რაოდენობა საინჟინრო მიმართულებით 102%-ით, ხოლო საბუნებისმეტყველო და Iთ ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე 40% -ით გაიზარდა.
-რამდენად საკმარისია განხორციელებული პროექტები? მომავალ წელს რა სიახლეებია მოსალოდნელი ამ მიმართულებით?
- ზემოთაც აღვნიშნე, რომ გასაკეთებელი ბავრად მეტია, მაგრამ მანამდე, მინდა ავხსნა რატომ არ არის საკმარისი რაც უკვე გაკეთდა.
ერთი წლის წინ, როდესაც ამ პრობლემების მოგვარება დავიწყეთ, იყო როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები.
საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა. კომუნისტური იდეოლოგია მხოლოდ დროშაში და ვარსკვლავში არ იყო გამოხატული. საბჭოური იდეოლოგიით ინჟინერი წარმატებულ ადამიანად არ ითვლებოდა. Aამავე დროს, იყო ბევრი კვლევითი ინსტიტუტი, სადაც თანამშრომლების დიდი ნაწილი ნარდის და დომინოს თამაშით იყვნენ დაკავებულები. სწორედ ამ 70 წლის განმავლობაში მოხდა სტერეოტიპების შექმნა, რომ ფიზიკოსი, ბიოლოგი, მათემატიკოსი თუ ინჟინერი არ არის წარმატებული. ასეთი იდეოლოგია მოსახლეობის მენტალიტეტს ანადგურებდა. სამწუხაროდ, კომუნისტების მიერ ხოლოვნურად შექმნილი სტერეოტიპების დამსხვრევა ჩვენ გვიწევს, რაც არცთუ ისე ადვილია. ამას წლები და საზოგადოების კონსოლიდირებული მუშაობა სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ საინჟინრო მიმართულებებზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა, მიზანი მიღწეული მაშინ იქნება, როდესაც იგივე ინჟინერი წარმატებულ ადამიანად შეფასდება. ამისათვის ყველაფერი კეთდება. სკოლებში შეგვყვავს საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქიმიკოსები, ფიზიკოსები თუ ბიოლოგები, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას ახდენენ. მიმაჩნია, რომ სტერეოტიპების დასამსხვრევად ცოცხალი მაგალითები გადამწყვეტი იარაღია.
-საბუნებისმეტყველო დისციპლინების გასაძლიერებლად, ცვლილებები ერთიან ეროვნულ გეგმაშიც შედის...
- მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ცვლილება შევიდა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდება. სიახლე სკოლებში ახალი საგნის –მეცნიერების შემოღებას ითვალისწინებს.
ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტების მიერ სახელმძღვანელოზე მუშაობა, რასაც შემდეგ პედაგოგების გადამზადება მოჰყვება.
სახელმძღვანელო ფიზიკას, ქიმიასა და ბიოლოგიას გააერთიანებს და საგანს მოსწავლეები მეშვიდე კლასში შეისწავლიან. ჩვენი ამოცანაა, ვიდრე ბავშვები მერვე კლასიდან ამ დისციპლინების ცალ-ცალკე საფუძვლიანად ათვისებას დაიწყებენ, მანმადე მათ გასაგები და პოპულარული ენით შევასწავლოთ ამ საგნების შინაარსი. ქიმიის სწავლა ბავშვმა პირდაპირ მენდელეევის ტაბულით არ უნდა დაიწყოს. როდესაც მოსწავლემ იცის ამ დისციპლინის არსი, მომავლში მისი სწავლა გაცილებით იოლი და საინტერესო ხდება.
სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების ამ ფორმით შესწავლა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.