გაზეთი ”ვერსია” 3-6 ივნისი
საატესტატო გამოცდებისთვის გამსვლელი ქულა დადგინდა
ნინო ბარაბაძე
საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით გამსვლელი ქულა ცნობილია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საატეტსტაო გამოცდებზე გამსვლელ ქულად 5, 5 ქულა გამოცხადდა.
იმის გათვალისწინებით, რომ წელს დამამთვრებელი კლასების მოსწავლეები საატესტატო გამოცდებზე პირველად გავიდნენ, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მათთვის გამონაკლისი დაუშვა. თუ მოსწავლემ ყველა საგანში 5,5 ქულა ვერ დააგროვა, მაგრამ სამ ნებისმიერ საგანში 5, 2 ქულა აქვს მიღებული, გამოცდები ასეთ მოსწავლეებსაც ჩაბარებულად ჩაეთვლებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, შეღავათები ვრცელდება არაქართულენოვანი სკოლების დამამთავრებელი სკლასების მოსწავლეებზეც.
საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა გამოცდები მშობლიურ ენაზე ჩააბარეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რუსულენოვანი, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ქართულ ენა მშობლიური ენა არ არის, მათთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბარიერი 5, 1 ქულით განისაზღვრა.
დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებზე შეღავათები მხოლოდ წელს გავრცელდება. მომავალ წელს, ქართულენოვანი სკოლებისთვის საატეტატაო გამოცდებზე გამსვლელი ქულა ყველა საგანში 5,5 ხოლო არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ბარიერი 5,3 ქულით განისაზღვრება.
მეთორმეტეკლასელთა გამოცდები საქართველოს მასშტაბით 1520 სკოლაში ერთდოულად სტაბილურად, შეფერხებებისა და ექსცესების გარეშე წარიმართა. სამინისტროს მონაცემთა დამუშავების ცენტრიდან ცენტრალური სერვერისა და აუდიო გამოსახულების საშუალებით გამოცდის მიმდინარეობა მუდმივად კონტროლდებოდა, რაც ყოველგვარი შესაძლო ტექნიკური ხარვეზის დროულად აღმოფხვრის საშუალებას იძლეოდა.
რაც შეეხება მოსწავლეთა დამოკიდებულებას დავალებებთან და საგამოცდო პროცესთან, მათ მიერ გაკეთებული შეფასებებით - ტესტური დავალებები მარტივი და ადვილად დასაძლევი იყო, ხოლო შექმნილი გარემო მოსწავლეებს ხელს უწყობდა ცოდნის მაქსიმუმი გამოევლინათ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ობიექტური მიზეზით რომელიმე გამოცდაზე ვერ გამოცხადდა, ასეთ მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გამოტოვებული საგანი გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2 - 3 ივნისს ჩაებარებინათ.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში 6-11 ივნისს გამოცდის ჩაბარების საშუალება ექნებათ მსჯავრდებულებს და იმ მოსწავლეებს, რომლებიც FLEX-ის პროგრამით ბოლო ერთი წელი აშშ-ში იმყოფებოდნენ.
მეთორმეტე კლასელებმა წელს პირველად საატესტატო გამოცდები კომპიუტერების საშუალებით ჩააბარეს. გამოცდა 8 საგანში ჩატარდა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია.
საატესტატო გამოცდები ე.წ. ჩAთ-ის ტიპის საგამოცდო მოდელით მიმინარეობდა. სისტემა გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. ასეთი ტესტირება მსფლიოში კარგადაა აპრობირებული, თუმცა საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებურად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში ჩატარდა, სადაც ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იყო. თითოეულ საგანს ერთი დღე ჰქონდა დათმობილი და მას ყველა მეთორმეტეკლასელი ერთ დღეს, საკუთარ სკოლაში, რამდენიმე სესიის განმავლობაში აბარებდა. პროგრამა მოსწავლის ცოდნას ინდივიდუალურად აფასებდა. ერთი გამოცდისათვის განკუთვნილი დრო 1 საათი და 40 წუთი იყო, მაგრამ იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც გამოცდებს 15 წუთში აბარებდნენ.
საატესტატო გამოცდებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ამისათვის სკოლებში შემოღებული იქნა აბიტურის საათები, სადაც მოსწავლეები საგამოცდოდ მზადებას ყველა საგანში გადიოდნენ. გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის ყველა საჯარო სკოლაში შეიქმნა ინფრასტრუქტურა და ინტერნეტმომსახურება. ყველა სკოლა აღიჭურვა კომპიუტერებით. კონკურსის წესით შეირჩა ის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, რომლებიც გამოცდებს ტექნიკურად უზრუნველყოფდნენ. საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მეთვალყურეობას უწევდნენ და ნებისმიერ სკოლაში გამოცდის მიმდინარეობას სამინისტროში მოქმედი საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრიდან აკვირდებოდნენ.