გაზეთი ”24 საათი” 26 სექტემბერი
სკოლებში ფულის შეგროვება კატეგორიულად აკრძალულია
ნინო ბარაბაძე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011-2012 ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. მთლიანად მოიხსნა სასკოლო სახელმძღვანელობის პრობლემა. I-VI კლასების ჩათვლით წიგნების ფასი 10 ლარს არ აღემატება, მშობლებს დეტალური ინფორმაცია აქვთ, სად შეუძლიათ მისი შეძენა. წიგნების გამოწერა მათ ფოსტის ვებ-გვერდი მეშვეობითაც შეუძლიათ. ისინი სახელმძღვანელოებს სახლიდან გაუსვლელად კურიერის საშუალებით მიიღებენ. წელს სახელმძღვანელოები უფასოდ საციალურად დაუცველი ოჯახების ყველა მოსწავლეს გადაეცა, ხოლო პირველკლასელებს სკოლებში პრეზიდენტის საჩუქარი – ნეტ-ბუქი დახვდათ. ექსპერტთა მოსაზრებით, სკოლებში შექმნილი თანამედროვე სასწავლო გარემო, ყველა ზემოჩთვლილ ფაქტორებთან ერთად, განათლების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს.
სამინისტროს მხრიდან სკოლებში პოზიტიური გარემოს შექმნის პარალელურად, არსებობს გარემოებები, რამაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას. რიგ შემთხვევაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. საობრობენ სკოლებში თანხების შეგროვების, პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი ნეტ-ბუქების სკოლისთვის უკან დაბრუნების შესახებ და ა.შ.
სკოლებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს:
დიმიტრი შაშკინი: “უკანაკნელი კვლევებით, ევროპაში და, ზოგადად, მთელს მსოფლიოში, კორუფციის დამარცხების თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. მოსახლეობის 98% ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ქრთამთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითკმაყოფილები ვიყოთ. ყურადღებას თუ მოვადუნებთ, კორუფციამ თავი კვლავ შეიძლება იჩინოს. ეს ეხება ყველა სისტემას და სტრუქტურას, ცხადია, განათლებასაც. სამინსიტროს გენინსპექცია ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება საჯარო სკოლებში.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განავაცხადო: იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ სკოლებში მშობლებს ფულის მიტანას ავალდებულებენ, ასეთი სკოლების დირექტორები უმკაცრესად დაისჯებიან.
ყველასთვის ცნობილია, რომ სკოლებში არსებობს ,,ALUMNI’’-ის ფონდი. სკოლის კურსდამთავრებულებსა თუ მოსწავლეთა მშობლებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ სკოლის კეთილდღეობაში. მთელს მსოფლიოში ეს აპრობირებული მეთოდი და მართლაც, შარშან, როდესაც პრეზიდენტმა სახელმწიფო მოხელეებს მოუწოდა საკუთარ სკოლას დახმარებოდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელს გაუჩნდება სურვილი სკოლას დაეხმაროს, მას შეუძლია თანხა საბანკო ანგარიშით მხოლოდ და მხოლოდ ,,ALUMNI’’-ის ფონდში ჩარიცხოს. კიდევ ვიმეორებ, სკოლას არა აქვს უფლება მშობლისგან, ფული ხელზე აიღოს, ანდა, აიძულოს თანხა ამ ფონდში იძულებით გადარიცხოს.
- არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სკოლაში თანხის შეგროვების ფაქტს ჰქონდა ადგილი...
- თუ სკოლას და მასწავლებლის ვინაობას დაასახელებთ, რეაქცია შესაბამისი იქნება.
საზოგადოებამ აუცილებელია იცოდეს, რომ ცოტა ხნის წინ სკოლების დაფინანსების ახალი ფორმულა შეიქმნა. ფორმულის მიხედვით, საჯარო სკოლების ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით გაიზარდა. საქართველოში დღეს არცერთი დანაკლისიანი სკოლა აღარ არსებობს.
დაფინანსების ფორმულაში ჩვენს მიერ გათვლილია, რომ თანხის 8-10% თავისუფალი თანხა იყოს, რომელსაც სკოლები საჭიროების მიხედვით მოიხმარენ. მით უმეტეს, თუ სკოლებს აქამდე ბიუჯეტი ყოველთვიურად ერიცხებოდათ, ახალი წესის შემოღების შემდეგ, თანხები კვარტალურად ეძლევათ. ეს ნიშნავს, რომ მათ სამი თვით ადრე შეუძლიათ დაგეგმონ, რა სახის სამუშაოებისთვის შეუძლიათ თანხა გამოიყენონ.
ეს გარემოება მაძალევს უფლებას, ძალიან მკაცრად მოვითხოვო ნებისმიერი სკოლის დირექტორისგან და ვალდებულიც ვარ მოვითხოვო, რომ არ გაბედონ და არ შეაგროვონ სკოლებში მშობლებისგან ფული. ყველას ახსოვდეს, ვინც მშობელს სკოლაში ფულის მიტანას დააძალებს, უმკაცრესად დაისჯება. ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ვიდრე მინისიტრი ვარ, ამ საკითხისადმი ტოლერანტული არასოდეს ვიქნები.
- ბატონო დიმიტრი, ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან საჩუქრად მიღებული ნეტბუკები ბავშვებმა სამი წლის შემდეგ უკან უნდა დააბრუნონ, ხოლო დაზიანების შემთხვევაში, მშობელს 700 ლარი დაეკისრება. ორი დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი ბავშვებს კომპიუტერებს სახლში არ ატანს...
- საქართველოს პრეზიდენტისგან წელს ნეტბუქი საჩუქრად დაახლოებით 60 ათასმა პირველკლასელმა მიიღო. ნეტბუქი მხოლოდ ბავშვის საკუთრებაა! ჩემთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ბავშვებით სპეკულირებს. მესმის, პოლიტიკა პოლიტიკაა, მაგრამ არსებობს ზნეობრივი ნორმები, ბავშვის ფსიქიკით მანიპულირება ყოვლად დაუშვებელია.
არანაირ ჯარიმაზე და სამწლიანი ვადით გადაცემაზე! ნეტბ-უქი საჩუქარია და ბავშვს თუ უნდა სახლში წაიღებს, თუ უნდა სკოლაში დატოვებს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. დაზიანების შემთხვევაში კი ამ ნეტბუქებისთვის არსებობს სპეციალური სერვის –ცენტრი, სადაც ბავშვს კომპიუტერს უპრობლემოდ შეუკეთებენ.
ერთადერთი შეზღუდვა შეიძლება მოხდეს სკოლიდან სკოლაში ბავშვის გადაყვანისას. კერძოდ, ბავშვი თუ საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადადის, ნეტბუქს თან ვერ წაიღებს. შარშან, როდესაც ნეტბუქებით სწავლების პროგრამა საპილოტე იყო, სკოლიდან სკოლაში გადასვლისას ასეთ მცდელობებს ადგილი უკვე ჰქონდა. სკოლაში დარეგისტრირებული მოსწავლეები კომპირერის მიღების შემდეგ მშობლებს კერზო სკლებში გადაჰყავდათ. ეს თაღლითობაა და ამას არ დავუშვებთ. კერძო სკოლებს ჰქონდათ შესძლებლობა საკუთარი მოსწავლეებისთვის ნეტ-ბუქები შეეძინათ, მაგრამ სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ 10% მოიქცა ასე.
რაც შეეხება გურჯაანის სკოლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, სამინისტრომ ეს ფაქტი გავრცელებისთანავე გადაამოწმა და ტყუილი აღმოჩნდა. თუმცა, ასეთი ფაქტი თუ სადმე მოხდება და დადასტურდება, ასეთი სკოლების დირექტორები ავტომატურად გათავისუფლდებიან.
აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ კომპიუტერები სასწავლო პროცესში მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. კომპიუტერით ინტეგრირებული სწავლებისათვის ჩვენ ყველა დამრიგებელი გადავამზადეთ. ბუკებში ჩატვირთული ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სასწავლო პროგრამები და თამაშები. ეს პროგრამები ბავშვებს სწავლის პროცესს გაუადვილებს.
-წელს ინგლისური ენის პირველი კლასიდან სწავლება სავალდებულო გახდა. არსებობს სკოლები, რომელიც, მაგალითად, გერმანული სკოლა იყო. რა გამოსავალს სთავაზობს ასეთ სკოლებს სამინისტრო?
- სკოლა, რომელიც ისტორიულად გერმანული ან ფრანგული იყო, ასეთ სკოლებს სამინსიტროსთან შეთანხმებით უფლება აქვთ ინგლისურთან ერთად გერმანული ან ფრანგული ენაც პირველი კლასიდან ასწავლონ. ასეთ სკოლებს არანაირ პრობლემას არ შევუქმნით.
-საუბრობენ თითქოს I-VI კლასების სახელმძღვალები ყველგან 10 ლარი არ ღირს...
_უკლებლივ ყველა სკოლაში სპეციალურად მშობლებისთვის თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პლაკატი. მასში დაფიქსირებულია ყველა იმ მაღაზიათა სია, სადაც მშობლებს სახელმძღვანელოების შეძენა ფიქსირებულ ფასად შეუძლიათ. იქვე წერია წიგნის ფასიც. ჩვენ პირობა შევასრულეთ. I-VI კლასების სახელმძღვანელოები 10 ლარზე მეტი არ ღირს და თუ მშობელი შვილისთვის სახელმძღვანელოებს ამ მაღაზიებში შეიძენს, სახელმძღვანელოებსი 10 ლარზე ნაკლებს გადაიხდის.
გარდა ჩამოთვლილი მაღაზიებისა, მშობელს შესაძლებლობა აქვთ სახელმძღვანელოები ინტერნეტით ან ფოსტით გამოიწეროს, კურიერი წიგნებს მას სახლში მიუტანს.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სპეკულაცია გადაუჭრელი პრობლემაა. ამიტომ, თუ მშობელს ურჩევნია სახელმძღვანელოები შეიძინოს არა ჩვენს მიერ მითითებულ მაღაზიებში, ინტერნეტის ან ფოსტის საშუალებით, არამედ ბაზრობებზე, გადამყიდველებისგან ორჯერ ძვირად, ეს მშობლის ბრალია და არა ჩვენი. იმ მშობლებისგან, რომლებიც სპეკულანტებს არჩევენ, პრეტენზიებს ვერ მივიღებთ.
პრეტენზიები არსებობს სასკოლო რვეულებთან და დამხმარე მასალებთან დაკავშირებითაც. რა ხარისხის მასალებს უყიდის მშობელი შვილს, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. შეუძლიათ გამომცემლობების ფანტაზიის მიხედვით სხვადასხვაგვარად გაფორმებული რვეულები იყიდონ ან 50 თეთრიანი სასკოლო რვეული შეიძინონ. ეს არაფერს არ ცვლის. ასეთი არჩევანი ყოველთვის იყო, მშობელი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით ირჩევდა.
რამდენად ასრულებენ მაღაზიები და დისტრიბუტორები აღებულ ვალდებულებას სახელმძღვანელოების ფასთან დაკავშირებით, გენინსპექცია ამას ყოველდღიურად ამოწმებს.
- პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით წელს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სამინისტრომ სახელმძღვანელოები უფასოდ გადასცა. სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლემ მიიღო? ზოგიერთი მშობელი ჩივის, რომ მისმა შვილმა სახელმძღვანელო ვერ მიიღო.
- ამ საკითხზე პირადად ვესაუბრე სკოლის დირექტორებს. ყველა დირექტორს 15 ივლისამდე უნდა დაედგინა რამდენი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სწავლობდა მის სკოლაში. სოციალურად დაუცველო ოჯახების მოსწავლეებს სახელმძღვანელოები მათ მიერ მოწოდებული სიების მიხედვით შევუძინეთ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ზოგიერთმა მოსწავლემ სახელმძღვანელოები ვერ მიიღო. ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ თითოეულს ვპირდები, მათ სახელმძღვანელოები აუცილებლად ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბავშვების წიგნების გარეშე დირექტორების უყურადღებობის მიზეზით დარჩნენ, ასეთი სკოლების დირექტორებს ორი გამოსავალი აქვთ –ან თავად უყიდიან ბავშვებს სასკოლო სახელმძღვანელოებს, ან სამსახურს დატოვებენ. სამინისტრო ამ ბავშვებს სახელმძღვანელებს თავად უყიდის.ასეთმა დირექტორებმა სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი მიაყენეს.
პარალელურად, არსებობს მეორე სახის პრობლემა: სამინისტროში პირადად შევხვდი მშობელს, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა, რომ მისმა შვილმა სახელმძღვანელოები ვერ მიიღო. აღმოჩნდა, რომ საკუთარი დაუდევრობით, სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი მან სკოლაში არა 15 ივლისს, არამედ 15 სექტემბერს მიიტანა. მაპატიეთ, მაგრამ ასე არ შეიძლება. ასეთ ბავშვებს სამინისტრო სახელმძღვანელოებს მაინც უყიდის, მაგრამ მის შესაძენად კანონით დაგდენილი სხვადასხვა პორცედურებია გასავლელი. ბავშვებს, რომლებსაც მშობლების დაუდევრობის გამო წიგნები არა აქვთ, მშობლების ნაცვლად, მინდა ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ისინი წიგნებს დაახლეობით 2 კვირის დაგვიანებით მიიღეებენ.