საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი გამართა. სტაჟიორთა მიღება ტესტირებისა და ზეპირი გასაუბრების შედეგად მოხდება. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში სტაჟირებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებში გაივლიან.
სტაჟირების გავლა სამინისტროს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებშია შესაძლებელი:
• ადმინისტრაცია;
• შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
• სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
• ეკონომიკური დეპარტამენტი;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი;
სტაჟირება ცხადდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპებში:
• მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
• შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
• ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
სტაჟირების გავლა ასევე შესაძლებელია სამინისტროს შემდეგ ტერიტორიულ ორგანოებში:
• ძველი თბილისის რესურსცენტრი;
• ცაგერის რესურსცენტრი;
• ზესტაფონის რესურსცენტრი;
• ამბროლაურის რესურსცენტრი;
• გორის რესურსცენტრი;
• რუსთავის რესურსცენტრი;
• სენაკის რესურცენტრი;
• დედოფლისწყაროს რესურსცენტრი;
• ონის რესურსცენტრი;
• დაბა ჩხოროწყუს რესურსცენტრი.
სტაჟირების გავლის მსურველებმა 2011 წლის 21 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები სამინისტროში უნდა წარადგინონ. 2011 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით სტაჟიორობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება განხორციელდება. კონკურსზე დაშვებული სტაჟიორობის კანდიდატთა სია სამინისტროს შენობაში თვალსაჩინო ადგილას განთავსდება. შემდეგ კანდიდატები ტესტირებასა და გასაუბრებას გაივლიან.
სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველოს, ტელეფონის ნომერზე: 231 89 40.
საბუთები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მისამართი: ქ. თბილისი (ინდ. 0102), დ. უზნაძის ქ. №52.
ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდსა www.mes.gov.ge და facebook-ზე. www. Facebook/Ministry of Education and Seines